|
2020-10-07 13:04:54, 503 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ახალი გზით დაუკავშირდება
ყიფშიძის ქუჩა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ახალი გზით დაუკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი გზის პროექტი უკვე მუშავდება, რომელიც განხორციელების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი. ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, უკვე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტის დამუშავება და ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული და მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები. უახლოეს მომავალში უკვე გვექნება მზა პროექტი და შემდეგი წლიდან უშუალოდ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი გზის პროექტი, რა თქმა უნდა, ყიფშიძის ქუჩაზე ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ განსაკუთრებით პიკის საათები პრობლემურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია ასევე გამოთქვამს მზაობას, რომ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟიც განახორციელოს. „იქ არის ფარეხები, რომელიც მოძრაობას და გადაადგილებას ასევე უშლის ხელს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, არსებულ ტერიტორიას მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ და მათ საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ისევ თავიანთი შვილებისთვის და საკუთარი თავისთვის - ტერიტორია, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)