|
2020-10-06 12:03:18, 446 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა
თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის. მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს პარკის მოწყობისთვისაც. „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას. სამწუხაროდ, აქამდე იყო ძალიან ცუდი ტენდენცია: რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე მიმდინარეობდა მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. როდესაც მოვედით ქალაქის მთავრობაში, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ასევე, ახალი სკვერების მშენებლობას, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს, ვინც სტუმრად ჩამოდის, ნამდვილად თვალში საცემია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები. ელემენტარულად, გზაგამყოფებსაც კი არ ვტოვებთ გამწვანების გარეშე, სადაც კი შესაძლებელია. ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელებით, ხელს შევუწყობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მართალია, ამისთვის გამწვანება არ არის საკმარისი, თუმცა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი ფაქტი. თქვენ იცით, რომ გუშინ მუნიციპალიტეტს ფონდ "ქართუსგან", ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან საჩუქრად გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც 40 ჰექტრამდეა. მინდა, პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თვითონ პროექტის განხორციელების ხარჯებს, რომელიც ათეული მილიონი დაჯდება, თავად „ქართუ“ გაიღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)