|
2015-09-18 10:04:42, 634 ნახვა
საზოგადოება
ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი და სახლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას მთაწმინდის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულებამ 97 600 ლარი შეადგინა. "მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემსრულებელ კომპანია შპს „თბილ-ბაქ“-თან ერთად შეისწავლა სახლის ავარიულობის სიმწვავე და დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სახლი საჭიროებს კაპიტალურ გამაგრებას, რომელიც განხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ დარღვეულიყო სახლის კულტურული მნიშვნელობა, მოხდა გარე ფასადის სკანირება, რის შემდეგაც მოიხსნა კონსტრუქციები და დასაწყობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა საფრთხე რომ კულტურული მნიშვნელობის კონსტრუქციები დაზიანდებოდა ან განადგურდებოდა. სამუშაოების მომავალი ეტაპის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება",-ნათქვამია მთაწმინდის გამგეობის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)