|
2020-10-02 21:38:35, 4252 ნახვა
საზოგადოება
მინისტრის ბრძანებით, VII-XII კლასებში სწავლა ელექტრონული ფორმით 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მინისტრის ბრძანებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში სწავლა VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ბრძანება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გამოსცა. დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი. ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: "1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით" ბრძანებას მე-11 , მე-12 , მე-13 და მე-14 პუნქტები დაემატა: "11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: 12. ამ ბრძანების 11 პუნქტით გათვალისწინებულმა სკოლებმა, ამ ბრძანების 11 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, სასწავლო პროცესი განახორციელონ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით; 13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - გორში და ფოთში, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან განაგრძონ არადისტანციურ რეჟიმში; 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე".
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)