11:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 22:51:49, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თუ აუცილებლობა არ იქნება, ხელისუფლებაში ჩემი დაბრუნება არასწორია

„ თუ აუცილებლობა არ დადგა, ჩემი დაბრუნება ხელისუფლებაში არასწორი იქნება“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში  თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის შეფასებით, ის რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა ხელისუფლებაში, საზოგადოების განვითარებისთვის საზიანო იქნებოდა.

„რაც მეტს დავრჩებოდი ხელისუფლებაში, საზოგადოებისათვის მით უფრო საზიანო იქნებოდა. რადგან კარგი ხელისუფალი და კარგი მმართველი იქნება იმდენად, რამდენადაც საზოგადოება მოახერხებს მას მიუთითოს, თუ რა უნდა, ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობა უნდა იცოდეს და გრძნობდეს. ასევე ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, საზოგადოება მას შეცდომებს და გადახვევებს არ აპატიებს. ის ნდობა, რაც მე გამაჩნდა, პრემიერ–მინისტრის პოსზტზე არ უნდა დახარჯულიყო, ან მთლიანად მთავრობაზე,  ხელისუფლებაზე.  ის ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის  განვითარებას, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის მთელი საზოგადოება და არა ხელისუფლება, ან მისი პრემიერი ან პრეზიდენტი. სწორედ, ჩემი წამოვლით ის ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე და საზოგადოებასვე დავუბრუნე და გავხდი მისი  წევრი.  ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, როგორ აკრიტიკებს, როგორ ბედავს, რატომ ამბობს, არყევს პრეზიდენტის ინსიტუტს,  არაფერიც არ ხდება.  ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა არ იქნება სწორი და თუ აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics