|
2020-09-30 15:54:12, 694 ნახვა
პოლიტიკა
საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი. „საგადასახადო შემოწმების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი სიახლეა საგადასახადო შემოწმების პროცესში და მისი გამოყენება პრაქტიკაში პირველად მოხდება. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია: საგადასახადო შემოწმების პროცესის გამარტივება, გადასახადის გადამხდელის დროის დაზოგვა, ეფექტური და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელება, არსებული რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება, ხარისხის კონტროლის სტანდარტის დაცვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება. აღნიშნული პროექტი ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ამისთვის კი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ასეთი შეხვედრებია,“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების სამმართველოს უფროსმა ავთო სვანაძემ, კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. ლევან კაკავამ, კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას აუდიტის დეპარტამენტის უფროსი პაატა კილაძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანტონ ძამაშვილი და საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი შოთა მინაშვილი, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ,,ქეიფიემჯი ჯორჯია“ (KPMG), ,,ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერს საქართველო“ (PWC), EY-ის, ,,ბიდიო საქართველო“ (BDO), და სხვა აუდიტორული კოპმპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)