15:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 10:34:19, 534 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ორი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.

გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი 56 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics