|
2020-09-23 15:10:08, 541 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება სააკაშვილმა თავისი ამბიციების გამო ჩაშალა
„გონივრული იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ენმ-ის მიერ „ევროპული საქართველოსთვის“ ერთიანი სიის შეთავაზებაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილისა და სააკაშვილის მმართველობა 2012 წლამდე პერიოდში ყურებაა, რაც ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. „ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს და პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის „ევროპული საქართველო“, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში,ხოლო ეს ჩაშალა სააკაშვილმა და საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი და რაიმე ახალი აღმოსაჩენი არც აქ არ იყო. ჩვენთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა და ეს იყო ცნობილი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ არაერთხელ. თუკი ენმ გამოიჩენდა პასუხისმგებლობას, ეს იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა პირადად, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო. ამიტომ, ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა, ივანიშვილის მმართველობა უნდა შევცვალოთ, მისი დარჩენა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა და ამავდროულად, სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ქვეყნისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამას აკეთებს ყოველთვის,სადაც ამის შესაძლებლობა არის,ხოლო სააკაშვილის და ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს გვატრიალოს იგივე წრეზე, ეს კი უნდა შეიცვალოს“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)