17:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 13:50:22, 542 ნახვა

საზოგადოება
საეჭვო წარმომავლობის კომპანიები სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირებენ

ბოლო პერიოდში საეჭვო წარმომავლობის კომპანიებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება დაიწყეს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, თავი შეიკავონ მათთან თანამშრომლობისაგან და ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, მოითხოვონ იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს

სახელმწიფო კონტროლს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე და ნებისმიერი სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისები არის მხოლოდ პირადი ინიციატივა და არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ნებისმიერი საეჭვო შეთავაზების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics