04:09 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 11:04:58, 600 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და ქუჩის კალათბურთის ფარი მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„გასულ წელს, გროზნოს 11-ში ულამაზესი სკვერი მოვაწყვეთ. წელს კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული ტერიტორია გაგვეფართოვებინა და მიმდებარედ, ჩიტაიას ჩიხი N2-ში კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოვაწყვეთ. აღნიშნული ორი სკვერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში ყველაზე დიდი, 4 300 კვ. მ ფართობზე განთავსებული რეკრეაციული სივრცით, ფეხბურთის, ქუჩის კალათბურთისა და საბავშვო გასართობი მოედნებით ისარგებლებს”, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“-მ შეასრულა და მისი ღირებულება 222 222 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics