|
2020-09-19 17:13:14, 561 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - 2012 წლამდე მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული. მისი თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს ამ ისტორიულ ადგილზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რაც საქართველოს უდიდესი წარსულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ხონი საეპისკოპოსო ცენტრად იქცა, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზე, კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ღირებულებაზე მეტყველებს. ყველაზე კარგად აქ შეკრებილმა ადამიანებმა იციან, თუ რა ხდებოდა ხონში 2012 წლამდე. მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული, შეფერხებული იყო განვითარება, ქალაქში შექმნილი დოვლათი კი ერთეული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. კონკრეტულად ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, რაც სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამშრომლობის უნიკალურ მაგალითებს ქმნის და საბოლოოდ კეთილდღეობის ზრდისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და მეტი განვითარებისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სოფლების განვითარების ხელშეწყობა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მომავალში განათლებას, კულტურის განვითარებას, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი მომავალი თაობები და ახალგაზრდები. დამერწმუნეთ, წინსვლის პარალელურად, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიღწეული საკმარისი არ არის. ზუსტად ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ისიც ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა”, - განაცხადა კალაძემ.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)