18:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 17:29:08, 808 ნახვა

სამართალი
ბრალდებულ მერაბ ბესელიას ადვოკატი - რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს არ უკავშირდება

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას ადვოკატის განცხადებით, რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს არ უკავშირდება.

მისი თქმით, სამართლებრივი შეფასების ნაწილში ბრალდების მხარეს ბოლომდე არ ეთანხმება.

„სამართლებრივი შეფასების ნაწილში ბოლომდე არ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და არსებობს განსხვავებული სამართლებრივი მოსაზრებები. რა ბრალი ექნება წარდგენილი და რა მტკიცებულებებზე იქნება ეს ბრალი დაყრდნობილი ამას გავეცნობით და ჩამოვყალიბდებით. გაისროლა თუ არ გაისროლა, შიგნით რომ შევალ და უკან დავბრუნდები მაშინ მოგახსენებთ. ეს არის წმინდა პირადი დაპირისპირება უშუალოდ ამ ორ სუბიექტს შორის. შეიძლება ეს იყოს სამსახურთან ნაწილობრივ დაკავშირებული, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ფინანსებთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსნებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირება 2 დღის წინ მოხდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს.

  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics