07:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:11:51, 997 ნახვა

სამხედრო
ტერიტორიულ რეზერვში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება. სამხედრო მოსამსახურეებმა რეზერვისტობის მსურველებს რეგისტრაციამდე პირობები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

ეროვნული გვარდიის მონაცემებით წელს დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, 2018-2019 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 50-70 %-ით გაიზარდა. წელს საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით ასამდე ქალი დაინტერესდა. ეროვნული გვარდიის მეთაურის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, სარეზერვო პროგრამის გავლის მსურველთა მაღალი მაჩვენებელი უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics