|
2020-09-17 10:21:08, 577 ნახვა
საზოგადოება
ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)