|
2020-09-17 10:12:03, 590 ნახვა
საზოგადოება
IRI - მოქალაქეთა 90% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 90% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული 90%-დან 74% „დიდი ალბათობით“ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 16% „მეტნაკლებად“ დარწმუნებულია რომ წავა არჩევნებზე. „საქართველო ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. კვლევის თანხმად, მოქალაქეთა 90% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს (მათ The International Republican Institute Suite 700 1225 Eye St., NW Washington, D.C. 20005 (202) 408-9450 (202) 408-9462 FAX www.iri.org შორის 74 „დიდი ალბათობით“ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 16% „მეტნაკლებად“ დარწმუნებულია რომ წავა არჩევნებზე). მეთოდოლოგია კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 - 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით“, - ვკითხულობთ კვლევაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)