|
2020-09-16 11:42:49, 904 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. „მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტარატეგიული გეგმის დამტკიცება მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს. „მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ დამტკიცებულა, ეს პირველად ხდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დოკუმენტის მომზადებაში. აქტიურად გვეხმარებოდა ბრიტანული კომპანია Chris Blandford Associates (CBA), რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის. ზოგადად, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი სწორად განვითარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)