|
2020-09-16 10:03:24, 910 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. „სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საჯარო განხილვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ერთიანი მუშაობით, ორ წელიწადში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვექნება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარ ამოცანას სამრეწველო საწარმოების რეგულირება, ეკოლოგიური ინიციატივების ხელშეწყობა (სატრანსპორტო სისტემის გადახალისება, ველო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მწვანე სივრცეების ზრდა და განვითარება) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ონლაინ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)