|
2020-09-15 10:51:40, 1138 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და გუდამაყრის ქუჩაზე (სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ) ახალი სკვერები მოეწყო. ლოტკინის სკვერში ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდა, სანზონის სკვერში კი - 1 080 კვ.მ-ზე. ორივე დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა. ასევე, სამღერეთის ქუჩის სკვერში დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი. ახალი სკვერები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით ჭელიძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს. „აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ სკვერებში არ არსებობდა საპარკე ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ დასასვენებელი სივრცე. ახლა უკვე სრულად კეთილმოწყობილია ორივე სკვერი და მოსახლეობაც კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ორ მისამართზე სკვერების მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 270 540 ლარი გამოყო.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)