09:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 20:59:15, 2189 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა  დღეს შეხვედრა სოფელ კახათში გამართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახათის სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ სკოლის ბავშვები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც  მასწავლებლების და სკოლის დირექტორის დამსახურებაა.

,,სოფელი გაზიფიცირებულია, სკოლაში მოწესრიგებულია სველი წერტილები. გასულ წელს კახათში ახალი ამბულატორია ავაშენეთ,  რითიც მოქალაქეებს წლების პრობლემა მოუგვარდათ. გვაქვს შიდა გზების საჭიროება, თუმცა ამაზეც ვმუშაობთ. საგუგუჩიოს გზის საკითხი გადაწყვეტილია და წელსვე ვიწყებთ"-აღნიშნა  ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics