|
2020-09-10 12:48:08, 2990 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის - „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის -„თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. საკონკურსო მასალებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იდეის ორიგინალურ ხედვას. განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 9 ნოემბერია. კონკურსის პირობებთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მიღებას თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)