|
2020-09-09 20:31:35, 2335 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა ახალი ოფისი დაათვალიერეს, რომელიც 2 600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე ნოტარიუსთა პალატის სერვისის მიღების მსურველი მოქალაქეების ინტერესებზე. პირველ სართულზე განთავსებულია საკონსულტაციო ოთახები, სადაც ვიზიტორები შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაცია. გიორგი გახარიამ და თეა წულუკიანმა ასევე დაათვალიერეს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, სადაც სტაჟირების თეორიული ნაწილის გავლა თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში იქნება შესაძლებელი. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებითა და ბიბლიოთეკით, სადაც დაინტერესებული პირები იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან. თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. რეკონსტრუქციის შედეგად, სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)