08:05 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 15:16:08, 3025 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინფორმატში გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" 24-25 სექტემბერს ონლაინფორმატში გაიმართება.

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 160-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის მიმდინარეობას ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, ადევნონ თვალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics