17:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 13:17:21, 3226 ნახვა

ეკონომიკა
კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“ „თიბისის“ მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა

ბრენდირებული პროდუქცია და სარეკლამო მასალები კორპორაციების იმიჯისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც ამ დელიკატურ საქმეს მაღალი ხარისხითა და  სანდოობით შეასრულებს. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე რამდენიმე სარეკლამო კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბიზნესს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს, რაც მთავარია დროულად და ხარისხიანად.

ასეთია „360 სარეკლამო სივრცე“, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. კომპანიამ „თიბისის“ სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერით  ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებენ.  

„360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას სთავაზობს, ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას. მასალების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგებას გეგმავენ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ, დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე.

ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას და ამარაგებს ბრენდირებული პროდუქცით, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics