|
2020-09-06 17:16:38, 2504 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტს ეხმიანება
5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი“ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გასული სიუჟეტით, კიდევ ერთხელ შეეცადა დამახინჯებულად, ყალბად და რეალობასთან შეუსაბამოდ წარმოეჩინა საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტი და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ თითქოს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოუსადეგარი აქტივი მენეჯმენტის მიერ „ახლად აყრილი“ ლიანდაგებია. მოგახსენებთ, რომ რეალურად, 2020 წლის თებერვლში სს "საქართველოს რკინიგზამ" 4 რეგიონში (თბილისი, რუსთავი, კახეთი, გარდაბანი) დაიწყო კუთვნილი ამორტიზირებული აქტივის ინვენტარიზაცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით. რკინიგზის აქტივები, მათ შორის რელსები, ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით ექსპლუატაციის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში ხდება გამოუსადეგარი. აღნიშნული აქტივი, რომელიც აღარ გამოიყენება რკინიგზის საოპერაციო საქმიანობისთვის, ათწლეულების განმავლობაში მიმოფანტული იყო სხვადასხვა ობიექტზე. ბუღალტრული მონაცემებით, არსებული ნაშთები რეალურად შეგროვდა, დახარისხდა, აიწონა და დასაწყობდა რუსთავის ბაზაში. გამოუსადეგარი აქტივის საბალანსო ნარჩენი ღირებულება ტონაზე დაახლოებით შეადგენს 2 ლარს, მისი რეალიზაციის შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტის მიერ განსაზღვრულმა ფასმა შეადგინა დაახლოებით 420 ლარი, ხოლო საბოლოოდ, ღია საჯარო ელექტრონულ აუქციონზე (სადაც 2 პრეტენდენტი იბრძოდა) აღნიშნული უსარგებლო აქტივის რეალიზაცია მოხდა ტონა 755 ლარად, ჯამში 7.55 მილიონ ლარად. აღსანიშნავია, რომ ეს არის ინვენტარიზაციის და სრული რეალიზაციის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს რკინიგზამ უსარგებლო აქტივი გაასხვისა და კომპანიას მოუტანა დამატებითი შემოსავალი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წლიურ შემოსავალში. მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, მომავალში თვითინფორმირებულობის მიზნით მაინც მოგვმართოს კითხვით, რათა თავიდან აირიდოს არაკომპეტენტური, ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული უხერხულობა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)