|
2020-09-06 12:20:29, 2603 ნახვა
საზოგადოება
ალექსიძის ქუჩაზე სკვერი რეაბილიტირდა
საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა. პროექტის შედეგად, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა. „მიმდინარე წელს, პრიორიტეტული იყო საბურთალოს რაიონში არსებული ყველა დიდი სკვერის მოწესრიგება და უკვე არაერთი სკვერი რეაბილიტირდა. მათ შორის, არის ალექსიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცე, სადაც მჭიდრო დასახლებაა და ასეთი სივრცეების ნაკლებობაა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სკვერი გამოვიდა და უკვე კეთილმოწყობილი სკვერით მთელი უბანი ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ. სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 399 596 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანია „გრინსერვისი+“ შეასრულა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)