|
2020-09-04 16:18:16, 2285 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში 5 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიიღონ, ასევე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებით, ბავშვებს კი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით. საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ექვს ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს. საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია. მისამართი: მუშთაიდის ბაღი დრო: 14:00 საათი საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)