09:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 16:47:30, 6405 ნახვა

რეგიონი
ბათუმში „სოჰო“, „სექტორი 26“, UP2U და „კონტე“ 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში ღამის კლუბების შემოწმების შედეგად 4-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, „სოჰო“, „სექტორი 26“, UP2U და „კონტე“ 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება  და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კლუბი „ივერია ბიჩი“ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics