09:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 16:19:50, 2787 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სტუდენტებითვის სპეციალური რეისი შესრულდება

ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines შემდეგი განრიგით განახორციელებს -  8 სექტემბერი, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30)

„თბილისი - ბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი - თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება“, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Facebook გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics