|
2020-09-03 14:08:28, 5402 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გახანგრძლივდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცირე და საოჯახო სასტუმროების მხარდამჭერი პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით,ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს - ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოახდინა 6 თვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე ბანკის 12 თვის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული, სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, იმ სასტუმროებს, ვინც უკვე მოგვმართა, დამატებითი აპლიკაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართავს, 10 ოქტომბრამდე შეუძლია მიმართოს დამფინანსებელ ბანკს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", რომ მოხდეს 12 თვის ბანკის სესხის პროცენტის დაფინანსება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, მიმართული იქითკენ, რომ სასტუმროებმა შეინარჩუნონ დასაქმებული პერსონალი და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ პანდემია პოზიციებს არ თმობს. ჩვენ, მართალია, ვმართავთ ამ რისკს, მაგრამ კვლავაც ტურიზმი, მათ შორის, შიდა ტურიზმი დიდად არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამიტომ შემდგომ მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სეგმენტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)