|
2020-08-31 18:30:37, 2953 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით რესტორანი „ზაზანოვა“ გაფართოვდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით უკვე 40 ბენეფიციარი ჰყავს. რესტორანი „ზაზანოვა" აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფართოებას შეძლებს და სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს. კომპანიამ 100 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამჯერად რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს. ასევე, მუდმივი სამუშაო ადგილების რიცხვს ემატება, მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიცვალა საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)