|
2020-08-31 12:28:13, 2186 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება
რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებიან. ამასთან, ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებიან. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, აღნიშნული ექსპერტიზა დაგვიანებულია. „იქნებიან „ჰიუნდაის“ წარმომადგენელი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტი და რა კითხვებიც გვაქვს ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ექსპერტიზა ეხება ავტომობილის სავალ ნაწილებს, რამდენად შეეძლო მას დამოუკიდებლად გადაადგილება, შევხედავთ შიგნიდანაც მდგომარეობას, გავარკვევთ რა მანძილი გაიარა, ყველაფერი ეს ტექნიკური საკითხებია“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. გარდაცვლილი პროგრამისტი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)