10:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 09:39:08, 4440 ნახვა

საზოგადოება
გარემოზე მიყენებული ზიანისთვის ჯარიმები იზრდება

პარლამენტის 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ფულად ჯარიმებს აწესებს. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“.

კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5 000 ლარს, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე.

ამასთან, ჯარიმები იქნება განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობაზეც. ამ ქმედებისთვისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000 ლარამდე წესდება.

ცვლილებებით ასევე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი, გამოიწვევს – 40 000-დან 80 000 ლარამდე ჯარიმას.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე – 10 000 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics