10:55 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 12:13:05, 3703 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც  ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში,  3 800 კვ.მ ფართობზე  გამწვანების სამუშაოები ჩატარდება,  მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და საპარკე სკამები  დამონტაჟდება. აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული ანბანის რესტავრაცია განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე  გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე, დიდი დიღმის მოსახლეობისთვის აღნიშნული სივრცის დაბრუნება. მერის გადაწყვეტილებით, ტერიტორია ადგილმონაცვლეობით დაუბრუნდა ქალაქს. როგორც იცით, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. პირველ ეტაპზე, განხორციელდა დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი. ახლა კი, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება და „ანბანის“ რესტავრაცია”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტს ახორციელებს კომპანია  „გრინსერვისი+“, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 288 136  ლარით. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics