|
2020-08-26 12:52:06, 1645 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები აღსაზრდელებს პირველი ოქტომბრიდან მიიღებს
დედაქალაქის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება. საუბარი იყო, რომ 15 სექტემბრიდან დაწყებულიყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდ 19-თან ბრძოლაში, გვინდა თანმიმდევრული ვიყოთ. დღეს, საბჭოზე მსჯელობის შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, პროდუქტების დარიგების სოციალური პროექტი გაგრძელდეს. „სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მინდა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს დავავალო, 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე მოახდინოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა. მაქსიმალურად გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და უზრუნველყავით, რომ რაციონი, რაც ბაღის აღსაზრდელებს ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ, დაფასოებული პროდუქტის სახით, სახლში წაიღონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და გამგებლებს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ამავე რეჟიმში დატოვონ. „მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც დღემდე დისტანციურად მუშაობენ, კვლავ ამავე რეჟიმში იმუშაონ ისე, რომ საქმე არ გაფუჭდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში, თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)