|
2020-08-22 11:33:24, 17086 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყაროს დადგენის მიზნით. „დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. ეს 9 შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ, 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობას 245 პაციენტი აგრძელებს, საიდანაც 5-ის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო 23-ის კი მძიმეა. „გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა და გახდა 1132. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია და არის 81%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მაჩვენებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი. კვლავ გვრჩება კრიტიკულად რჩება 5 პაციენტი და მძიმე პაციენტი გვყავს 23 და ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში შესაბამისად აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმეტესად საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და ძალიან მცირე ნაწილი არის უსიმპტომო. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 1 გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენი მონაცემები არ შეცვლილა, გვყავს 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)