|
2020-08-21 23:05:21, 2041 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერები გარდაბანში იმ სტუდენტს შეხვდნენ, რომელმაც „კოვიდ 19"-ით ინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ. გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ანა ონიანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ, „კოვიდ"-ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც მან ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. როგორც საგამოცდო ცენტრში, ამ შემთხვევაშიც პროცესს აკვირდებოდა ორი მეთვალყურე, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა იზრუნეს . აბიტურიენტმა, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდის დღეს, იმავე დროში და იმავე პრინციპით წერა იგივე ტესტი. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ანა ონიანს 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)