|
2020-08-18 00:09:14, 945 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების" ლიდერები რუსთავის აკადემიაში გამართულ მეორე ლიგის ოფიციალური მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს რუსთავისა - დუშეთის „არაგვის" გუნდები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსთავში 8 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს ემსახურება. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სასტუმრო, სასადილო, სასწავლო აუდიტორია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში კი მოწყობილია გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა დამხმარე ოთახები. ამ ეტაპზე აკადემიაში მთელი წლის განმავლობაში 14-წლამდე და 15-წლამდე ორი ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე პრაქტიკულ საფეხბურთო წვრთნებთან ერთად თეორიულ ცოდნას იღებენ. ამას გარდა, აღსაზრდელები საჯარო სკოლის განათლებას იღებენ, მათ ადგილზე სხვადასხვა პროფესიის მასწავლებლები ამეცადინებენ. აკადემიის მოსწავლეები სამედიცინო შტაბის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ასაკის შესაბამის ფიზიკურ მომზადებას გადიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია რუსთავში 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა" და ფიფას პროგრამა „ფორვარდის" დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიაში მუდმივად მცხოვრები ორი ასაკობრივი გუნდის გარდა, რუსთავის ტექნიკური ცენტრი ამხანაგური და საერთაშორისო მატჩების წინ ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 17-19 და 21-წლამდე ასაკობრივ ნაკრებთა საწვრთნელი შეკრებებისთვის გამოიყენება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)