|
2020-08-16 15:05:37, 1088 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა ენმ-ს - ნებისმიერ მცდელობას ერთპიროვნული მმართველობისკენ, „ევროპული საქართველოსგან“ მოყვება წინააღმდეგობა
„ნებისმიერი მცდელობას ერთპიროვნული მმართველობისკენ, ევროპული საქართველოსგან მოყვება წინააღმდეგობა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება იოცნებოს, თუმცა ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს კვალიციური მმართველობით. „დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, "ერთპარტიულ გამარჯვებაზე" (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აირჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ- ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია. დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის“, - ვკითხულობთ გიგი უგულავას გავრცელებულ პოსტში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)