|
2020-08-15 17:15:22, 1188 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ენმ-სა და სააკაშვილზე თავდასხმა საერთო ბრძოლას აზიანებს
„ენმ-სა და სააკაშვილზე თავდასხმა საერთო ბრძოლას აზიანებს“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, თუ რომელიმე პარტია კვალიციას არ ქმნის ენმ-სთან, მაშინ რჩება მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა – ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად, ეს დააზიანებს იმ საერთო ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს საერთო მაჟორიტარების ჭრილში. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც აქვს უკვე რვა წელია ამოღებული მიზანში ქართულ ოცნებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია ერთი რამ, რომ საერთო მიზანი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, უნდა იყოს მთავარი გზავნილი ოპოზიციის ყველა იმ პარტიის, რომლის მთავარი მიზანი არის სწორედ ქართული ოცნების დამარცხება და არა საკუთარი ამბიციების ზოგად მიზანზე მაღლა დაყენება. თუ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიციას, მაშინ, ლოგიკურად, არის მეორე – ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)