|
2020-08-15 13:04:53, 1122 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარებს მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ
მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი დავით ბაქრაძის სიტყვებს, სადაც მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში. სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება დამაზიანებელია, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე პირადად დავით ბაქრაძისთვის. „მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ერთიანობას, იმიტომ რომ, მაგალითად ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისსში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მხარდაჭერა. ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს დავით ბაქრაძეს ამომრჩეველი დღეს, თუ ის თავის დროზე ვერ ასრულებდა ფუნქციებს, რაც ეკისრებოდა. ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)