|
2020-08-15 00:11:18, 1160 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის აღიარება ოპონენტებს არ სურთ, თუმცა მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. „როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიცი რა იმ ომის და უბედურების შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ომის შედეგად - დაკარგული ტერიტორიები, ჯარმაც რამხელა დანაკლისი განიცადა - 1 მილიარდი ლარის ღირებულების შეიარაღება უბრალოდ გაქრა და ამბობენ, რომ რუსებმა წაიღეს ეს შეიარაღება. ეს არის ფაქტები მეგობრებო, ამიტომ, ჩვენ როცა დავდგებით საარჩევნო ყუთის წინაშე, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი. არჩევანი დგას ქაოსს, დესტაბილიზაციას, ომსა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გაამყარებს იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)