|
2020-08-14 14:01:34, 1186 ნახვა
საზოგადოება
„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“ დამფუძნებელმა და რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა, შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა დალი ცატავამ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომელთა ხაჭაპურისა და ლობიანის რეცეპტიც გახდება სტანდარტი „სმარტის“ საწარმოსა და ქსელში არსებული საცხობებისთვის, რომ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს „სმარტის“ მადისაღმძვრელი ხაჭაპურისა და ლობიანის გემოს გამორჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით. “ხაჭაპურმა როგორც ნაციონალურ საკვებმა ოდითგან დაიმკვიდრა ადგილი და იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართულ გენში, რომ ის ქართველობის ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება. გარდა ამისა, „სმარტის“ ქსელში ხაჭაპურის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს, რომ ერთგული მომხმარებლისთვის ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. შესაბამისად, „ხაჭაპურის ფესტივალით“ გვსურს „სმარტში“ ხაჭაპურის ცხობის განახლებული სტანდარტი დავნერგოთ, რომ მივიღოთ გემო, რომელსაც ადვილად გამოარჩევს ჩვენი ერთგული მომხმარებელი. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიონალ შეფმზარეულებს, რომელთა რეკომენდაციებითაც “სმარტის“ საწარმოსა და საცხობების ქსელის თანამშრომლებმა ერთმანეთზე გემრიელი ხაჭაპურები შემოგვთავაზეს და ვულოცავ გამარჯვებულს, რომლის რეცეპტითაც „სმარტი“ ერთი წლის მანძილზე იხელმძღვანელებს. გვსურს „ხაჭაპურის ფესტივალი“ ტრადიციულ ღონისძიებად ვაქციოთ და ჩვენს მომხმარებლებს და საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენ მოვყვებით „ლეგენდებს ხაჭაპურზე“, რომელსაც „სმარტი“ შესთავაზებს“,- აცხადებს სმარტის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტ კაფეები“ სუპერმარკეტების განუყოფელი ნაწილია, სადაც მომხმარებლებს „სმარტის“ საწარმოსა თუ საცხობების უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვა გამომცხვარი პროდუქტების დაგემოვნება კომფორტულ გარემოში შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს. ~
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)