|
2020-08-13 11:21:21, 1131 ნახვა
საზოგადოება
ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა ფინანსთა სამინისტროს, რომ ავტოიმპორტიორებს გადაუვადდეთ 2021 წლის მარტამდე ბაჟის გადახდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არ მოხდება საურვეების დარიცხვა და აღნიშნული, დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება. „მინდა დავავალო ფინანსთა სამინისტროს, რადგან კრიზისის ზემოქმედება, როგორც საქართველოზე, ასევე გლობალურად, როგორც ჩანს ჯერ კიდევ იქნება გრძელვადიანი. რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურვების დარიცხვა არ მოხდება, ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)