02:37 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 11:18:29, 947 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა, კანონმდებლობის ძირითადი მოტივებია, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ცვლილებაა საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics