|
2020-08-12 18:35:51, 1026 ნახვა
პოლიტიკა
IRI -კვირას რომ არჩევნები იყოს – ოცნება - 33%, ენმ - 16%, ევრო-დემოკრატები- 5%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები - 5% (მეორე არჩევანი - 6%). ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელს მხარს 3% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), პატრიოტთა ალიანსს 3% (მეორე არჩევანი - 5%), ლეიბორისტული პარტიას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 3%). 2-2% დაუჭერდა მხარს ლელოსა (მეორე არჩევანი - 3%) და გირჩს (მეორე არჩევანი - 1%). მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ასახელებს დემოკრატიულ მოძრაობას, გამარჯვებულ საქართველოსა და სხვა პარტიას. კიდევ ერთი პროცენტი არცერთს არ ასახელებს. არ იცის 17%-მა, პასუხის გაცემა არ სურს 11%-ს. ამასთან, კითხვაზე "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არცერთ გარემოებაში?", ყველაზე მეტი, 29% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 25% ქართულ ოცნებას, 16% გირჩს, 12% კი პატრიოტთა ალიანსს. 9-9% არასდროს მისცემდა ხმას ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) და დემოკრატიულ მოძრაობას (ნინო ბურჯანაძე). 7% არასდროს მისცემდა ხმას ევროპულ საქართველოს/თავისუფალ დემოკრატებს. 6-6% ხმას არასდროს მისცემდა გამარჯვებულ საქართველოს (ირაკლი ოქრუაშვილი), კონსერვატიულ პარტიასა და ლელოს. 5-5% ხმას არასდროს მისცემდა ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელსა და თავისუფალ საქართველოს, 4-4% რესპუბლიკელებსა და სამოქალაქო მოძრაობას (ალეკო ელისაშვილი). კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)