|
2020-08-11 16:38:59, 1062 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ბაღი, რომლის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მოპირკეთება, მოეწყობა შიდა ეზო და საბავშვო მოედანი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. გარდა ამისა, საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ.ლ ჭიაურსა და ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საგანმანათლებლო, ისევე, როგორც სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრიორიტეტულია და ამ კუთხით 2012 წლიდან არაერთი პროექტი განხორციელდა. მათი განცხადებით, ამ კუთხით განვითარება და დაგეგმილი პროექტები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს წლებში საბავშვო ბაღები ყველა სოფელში გაიხსნება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)