|
2020-08-11 12:02:37, 1219 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ოკუპაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ - ომს ვერ დავიწყებთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)