15:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 14:46:27, 2055 ნახვა

კომენტარი
კალაძე სააკაშვილის განცხადებას, თითქოს, საქართველო ქვეყნის ჯარისკაცების წინააღმდეგ ჰააგაში მტკიცებულებებს წარადგენს, სისულელეს უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჰააგაში მტკიცებულებებს წარადგენს, სისულელეს უწოდებს.

მისი თქმით, სააკაშვილის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან. ეს სიახლე არაა, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს კონკრეტული განცხადებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა საქმე ეხება ქვეყანასა და ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ტრაგედია ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა  -  „მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics