01:50 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 10:58:21, 1157 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: საინტერესო ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე

საინტერესო ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზადაა ჯაფარიძესთან ერთად ჩაერთოს დესოვიეტიზაციის კამპანიაში.

„საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე . ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics