|
2020-08-10 10:39:24, 1097 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა. კომპლექსი, რომელიც შპს „აგროკომპლექსს“, შპს „სართიჭალა ვაინიარდ კომპანიას“, შპს „დმანისის მეცხოველეობას“ და რამდენიმე სხვა კომპანიას ერთიანებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების - „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ ბენეფიციარია. „სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში ახალი მეურნეობები ყალიბდება, ასევე მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი. „აგროკომპლექსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის კომპანიაა საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა წარმოდგენილი. მათ შორის, კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია სუფრის ყურძნის ბაღი, რაც იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აგროკომპლექსი 1200 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული მეურნეობაა, რომელიც იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნისა და ვაშლის ინტენსიურ ბაღებთან ერთად, Maisadour ჯიშის სიმინდის (საფრანგეთი) ნათეს ფართობებს, ვაშლის შესანახ სამაცივრო მეურნეობასა და მეხორცული ჯიშის ფერმას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბაღები აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. სამაცივრო მეურნეობაში დანერგილი ULO ტექნოლოგია კი, ხილის იერსახის და ღირებულებების ხანგრძლივ შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აგროკომპლექსში მუდმივად 70, ხოლო სეზონურად 100 ადგილობრივი პირია დასაქმებული.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)